ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი დაიწვა.
კომენტარები