ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილის შეკითხვას „ქართველთა მარშის“ თანაორგანიზატორი, ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია პასუხობს:
”არალეგალები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სურათი ჩვენთანაა, რადგან საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხოელების დიდი ნაწილი უმეტესად კრიმინალურ საქმიანობას ეწევა ანუ ქვეყანაში არც ევროპულ-აზიური კულტურა შემოაქვს, არც ინოვაციები და არც ახალი ტექნოლოგიები. ამ ადამიანებს იაფფასიანი „ზავიდენიები“ აქვთ, სადაც ღმერთმა უწყის, რა ხდება. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ გამოხატვის ფორმა სხვადასხვანაირია. ზოგს პროტესტის გამოხატვა არ სურს და არც აქტიურობს, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც მარშს ეწინააღმდეგება და მათი ნამდვილად არ მესმის, რადგან ამ მარშის პატრიოტიზმისა და საჭიროების სულით ხორცამდე მჯერა.”, – აცხადებს
წყარო: ვერსია