ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.
კომენტარები
