ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე – მიხეილ ჩოკოშვილი წარუდგინა. ამ დრომდე მას საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, მიხეილ ჩოკოშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში კურირებას გაუწევს საბაჟო დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, მოადგილეები – ლევან წითელაშვილი, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.
