აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, მათ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში კონტრაბანდის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა და ნარკოტრაფიკისთვის გამოიყენებოდა“, – აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაბომბვის შედეგად გემზე მყოფი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი გადარჩა. სამხრეთ სარდლობამ აშშ-ის სანაპირო დაცვას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაწყების შესახებ შეატყობინა.
სამხედრო ოპერაციის წარმოებისას არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.
კომენტარები
