რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას ცდილობს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ალბათ, ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას და ასეთ სულელურ ხუმრობებს ცდილობს. ეს, ალბათ, უფრო მისი დიდი უბედურებაა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების კომენტირებისას.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური განკარგულება, რომლითაც რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო.
კომენტარები
