იტალიელმა სამართალდამცველებმა უზბეკეთში იტალიის ყოფილი ელჩი, პიერგაბრიელე პაპადია დე ბოტინი დი სანტ-ანიეზე დააკავეს, რომელსაც შენგენის ვიზების უკანონო გაცემა ედება ბრალად. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა უზბეკეთში ელჩად მუშაობის დროს რუსეთისა და იტალიის მოქალაქე ტატიანა ტარაკანოვა სავიზო და საკონსულო განყოფილებაში დაასაქმა.
ტარაკანოვასთან ერთად ელჩმა გრძელვადიანი ტურისტული ვიზების გაცემის სქემა შეიმუშავა. ვიზები გაიცემოდა რუსეთის მოქალაქეებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები შენგენის ზონაში არსებულ წესებსა და პირობებს არ აკმაყოფილებდნენ.
ერთი ვიზის გაცემაში ელჩი 4-დან 16 ათას ევრომდე იღებდა. ელჩი 2025 წლის დეკემბერში თანამდებობიდან მოხსნეს და საქმის გამოძიება დაიწყეს.
კომენტარები
