აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შაბათს, მაიამიში, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდნენ. შეხვედრა ირანში ომის დასრულების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას Axios-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ და ირანი განიხილავენ ერთგვერდიან მემორანდუმს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა გაამყაროს და საფუძველი ჩაუყაროს შემდგომ მოლაპარაკებებს. კატარი მხარეებს შორის შუამავლობაში საკვანძო როლს ასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან აშშ-სა და ირანს შორის ოფიციალურ შუამავლად პაკისტანი გამოდიოდა, კატარი ასევე აქტიურად მუშაობდა მოლაპარაკებების პროცესის კულისებს მიღმა.
კომენტარები
