ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს არ ჰქონდა გამიზნული სომხეთის განადგურება ან მისთვის დამოუკიდებლობის წართმევა. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზანგილანის მცხოვრებლებთან შეხვედრისას გააკეთა.
„დღეს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე კვლავ დგანან ევროპელი დამკვირვებლები, თითქოსდა ყარაულზე. მე მაშინაც ვამბობდი: თუ ჩვენ ერთხელ მაინც გავისვრით, მხოლოდ მათ ფეხის გულებს დავინახავთ და იქ მათი კვალიც აღარ დარჩება, მაგრამ ისინი იქცევიან ისე, თითქოს სომხეთს ჩვენგან იცავენ.
სომხეთს ჩვენგან დაცვა არ სჭირდება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
კომენტარები
