ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სპრუდსის გადადგომა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ მოითხოვა და განაცხადა, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემების განლაგება საკმარისად სწრაფად არ მოხდა.
ამასთან, ლატვიის პრემიერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლატვიის არმიის პოლკოვნიკი რაივის მელნისი დანიშნა.
აღნიშნულს წინ უძღოდა ლატვიის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინული დრონები ლატვიაში „რუსეთის ელექტრონული ომის შედეგად მოხვდნენ“.
კომენტარები
