2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოხდა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. ეს არის უზარმაზარი მონაპოვარი, რაც დავამკვიდრეთ ქვეყანაში, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლება ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან ხშირად სიტყვის განუკითხაობაში გადაიზრდება ხოლმე.
„მისულები არიან იქამდე, რომ გამოიგონონ რაღაცა ამბავი, ოღონდ რაღაც რეიტინგზე გავიდნენ. ევრობიუროკრატებს აქვთ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, კონკრეტული ინტერესი, მათ საქართველო სჭირდებათ, როგორც ვასალი სახელმწიფო და ეს მათ გარკვეულწილად ჩამოუყალიბდათ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ ყველა ახალწარმოქმნილი სახელმწიფო, რომელიც 30 წლის წინ გახდა დამოუკიდებელი, რატომღაც უნდა იყოს მათი ვასალი, რადგან ეს სახელმწიფოები დამოკიდებულები იყვნენ ევროპაზე.
ისინი ძალიან რთულად ეგუებიან იმ სუვერენიტეტის დაცვის პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
