„ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტი გურამ როგავა უკვე ღიად ითხოვს ქართული მედიის ნაწილის დასჯას და დასანქცირებას.
როგავამ ბრიუსელის მედია-კლუბში გამართული დისკუსიის დროს ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ ტელეკომპანიებს – „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ს.
მისი განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები „პროპაგანდისტული მანქანები“ არიან და საჭიროა მათ წინააღმდეგ ზომების მიღება.
როგორც როგავამ აღნიშნა, მათი, როგორც კრიტიკული მედიის დახმარება იქნებოდა „პროპაგანდისტული წარმონაქმნების, პროპაგანდისტული მანქანების დასანქცირება, დასჯა იმიტომ, რომ იტყუებიან ყოველდღე. დასჯა იმიტომ, რომ ისინი არ აკეთებენ ჟურნალისტიკას, არიან სახელმწიფო მანქანის ქვედანაყოფი და აკეთებენ იმას, რაც სრულად საწინააღმდეგოა მედიის პრინციპებთან“.
კომენტარები
