უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის. ამ თემაზე კომენტარი ორბანმა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს, ორშაბათს პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტში მოსმენების დროს განაცხადა.
კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ის ჯარისკაცებს უკრაინაში, ორბანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა“.
მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ ვეტოს უფლებას შანტაჟის ინსტრუმენტად აღარ გამოიყენებს და ძალისხმევას არ დაიშურებს ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორების ნდობის აღსადგენად.
კომენტარები
