აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ზავი „მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება“.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია, მან აღნიშნა, რომ ის „წარმოუდგენლად სუსტია“.
„ვიტყოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მასიურ ხელოვნურ სუნთქვაზეა“, – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
ზავის ძალაში შესვლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში როგორც ირანმა, ისე აშშ-მ ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
კომენტარები
