ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ფაცაციამ, მინისტრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა და სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, დავით ფაცაციამ ელი კოენს გამოხატული თანადგომისა და ისარელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ისრაელის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
