განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე შიო მესამეს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„ახალი ეტაპია ქართული ეკლესიისთვის და საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ვუსურვებ უამრავ წარმატებას იმ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე, რასაც ჰქვია ერის სულიერი მამობა“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება.
კომენტარები
