სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.
როგორც გამოცემას რამდენიმე წყარომ განუცხადა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფონ დერ ლაიენის აღნიშნული ქმედებები მისი აპარატის რესურსების გაფანტვას იწვევს, რის გამოც მას მთავარ ეკონომიკურ მოვალეობებს აშორებს. აღნიშნულის გამო ევროკავშირის აღორძინების პროექტის განხორციელება შენელდა.
კერძოდ, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ფონ დერ ლაიენმა პატარა პროგრესს მიაღწია კომისიის ამოცანების შესრულების საქმეში, რაც ერთიანი ბაზრის გაძლიერებასა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას გულისხმობს.
დაძაბულობა, რომელიც მრავალი წელი კულუარებში არსებობდა, ახლა გარეთ გამოვიდა. გასულ თვეს ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილმა კოლეგებმა კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ფრაქციიდან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების შეკვეცა მოითხოვეს. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ის არასაკმარისად სწრაფად მოქმედებს.
უკმაყოფილება სუფევს ევროკომისიის შიგნითაც. ევროკომისრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იამზე, რომ ისინი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ჩამოშორდნენ, რადგან ძალაუფლება ხელში ფონ დერ ლაიენსა და მის აპარატს აქვს ჩაგდებული.
ადამიანები, რომლებიც ვითარებას ახლოდან იცნობენ, აცხადებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს სურს იმის დემონსტრირება, რომ ის არის მთავარი, რის გამოც ბევრი მაღალჩინოსანი მას დაშორდა.
