ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით.
კერძოდ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ სლოვაკეთში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს და მას ცილისწამებად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამწუხაროა ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა [ფიშერმა] ქართულ-გერმანულ ურთიერთობას გაუკეთა.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, პირველკურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია, რომ ელჩს ყოველდღიურად ვენის კონვენციის რამდენიმე დარღვევა დაუფიქსიროს.
„აი, როგორ არის ცილისწამება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა. პირველკურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია დღეში ვენის კონვენციის სამი დარღვევა დაუფიქსიროს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
