სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო III-ს გამორჩევა და ტახტზე აღსაყდრება მიულოცა.
„ვითარცა ისტორიის თანამონაწილენი, მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს ჩაუმქრალი შუქით განათებულნი და ღვთის სიყვარულის საიდუმლოს თანაზიარნი, მზის ქვეშეთში მშვენიერი ხმის ექო ჩაგვესმის, გვიხარია, რომ დღეს გაისმა ხმა, რომელმაც წმინდა საბას ეკლესია და მთელი ქრისტიანული სამყარო გაახარა – საქართველომ და ეკლესიამ თქვენი, ღვთის მოსიყვარულე ადამიანის სახით მწყემსმთავარი და წინამძღვარი შეიძინა“, – აღნიშნულია პატრიარქ პორფირეს წერილში.
სერბეთის პატრიარქმა აგრეთვე დასძინა, რომ შიოს III-ის გამორჩევა პატრიარქად „ქართველი პატრიარქების საყდარზე“ არის „ღვთის ნების გამოვლინება“, რომლის წყალობითაც ქართველმა ხალხმა „შეიძინა კეთილმსახური მამა, კეთილი მწყემსმთავარი და დაუღალავი მასწავლებელი“.
როგორც პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქი დაადასტურებს, რომ ის „პატრიარქ ილიას და სხვა სულიერი ლიდერების ღირსეული მემკვიდრეა, რომლებიც ქარიშხლებითა და განსაცდელებით სავსე საუკუნეების განმავლობაში სიბრძნით მართავდნენ საქართველოს საპატრიარქოს გემს“.
