ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
დეპუტატი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ვხედავთ ისევ მცდელობას, სრულიად უსაგნოდ, ზღვარგადასულად შეურაცხყოფა მიაყენონ ეკლესიას, საზოგადოებისთვის წარმოაჩინონ იმ ფერებში, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს მათ კიდევ ერთხელ ნიღაბს ხდის და აჩვენებს, რომ ეს ძალები მოქმედებენ როგორც საკუთარი სურვილით, ისე გარე ძალების დაფინანსებითა და მხარდაჭერით. სურთ შეარყიონ ქართული ეკლესია, სულიერება. შემდგომ, ფიქრობენ, რომ მარტივად შეძლებენ საკუთარი დეგრადირებული დღის წესრიგის განხორციელებას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
