აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსკოვში ჩასვლა არ გამორიცხა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოსკოვში იმ მიზნითა ჩავა, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს.
„გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა. მე უკვე რვა ომი დავასრულე. აღნიშნული ომიც დასასრულს უახლოვდება. გჯერათ, თუ არა, ის დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას დავდებთ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აპირებს, თუ არა ის რუსეთში ჩასვლას.
კომენტარები
