ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ – ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციების – აკრძალვის მოთხოვნით.
„მილიონზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას „ევროპის მოქალაქეთა ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვას მოითხოვს. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა. ჩვენი პასუხი მტკიცეა: ეს ინტერვენციები უნდა დასრულდეს. LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას. LGBTIQ+ თემის თითოეული წევრი იმსახურებს ცხოვრებას ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ თქვენს იმედებს არ გავაწბილებთ“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
კომენტარები
