ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, დღეს მერიაში კორუფციას სისტემური ხასიათი არ აქვს და კონკრეტულ პირებს შესაძლებელია შეცდომა ყოველთვის მოუვიდეთ.
ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტოკ-შოუ ,,პრიორიტეტში” ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
,,მე მართლა ვწუხვარ. ძალიან სამწუხაროა ახალგაზრდა კაცისთვის. თუ ეს ბრალი დადასტურდა სამწუხარო ფაქტია. რაც შეეხება კლანურ მმართველობებს და დაპირისპირებებეს, მე არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც არ არის დადასტურებული. ისეთი სისტემური ხასიათი, რომ კორუფციის ჭაობი იყოს, მერიაში არ ფიქსირდება. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მაღალ დონეზე და მასშტაბებზე არ უნდა იყოს. ამდენი ადამიანი რომ მუშაობს ერთ სტრუქტურაში ვიღაცას შეიძლება ხელი წაუცდეს, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ აქვს”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.