სანდრო ბრეგაძის განცხადებით, “გირჩის” წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს. მის შესახებ მან ნინო ჟიჟილაშვილის “პოლიტმეტრში” განაცხადა. პირდაპირ ეთერში ის დაემუქრა კიდეც ვახტანგ მეგრელიშვილს:
სანდრო ბრეგაძე: აქ ხართ მოწადინებულები, რომ სული წმიდა გაამასხარავოთ, ეკლესიას ჩირქი მოსცხოთ, თქვენ ხართ ყველანი ერთიანი მოღალატეები, სულ არ მაინტერესებს მე აქ თქვენი ტელევიზია, არც თქვენი გირჩი და საერთოდ არავინ მაინტერესებს.
ვახტანგ მეგრელიშვილი: რა სული წმიდა? რეებს ამბობ?! ტყულებს იძახი!
სანდრო ბრეგაძე: ტყულებს კი არა, ნუ მიქაჩავ მაგ თვალებს, თორემ ცუდად დაგიმთავრდება ყველაფერი!
ვახტანგ მეგრელიშვილი: რას გააკეთებ?
სანდრო ბრეგაძე: რას გავაკეთებ? მოგიწევს ხვალ პოლიციაში დაზარალებულად სირბილი. შენ თუ სპეციალურად შემოგაგზავნეს, შენი მოვალეობაა, პროვოკაციაზე წამომაგო, როცა სული წმინდას შეურაცხყოფ აქ. შენ ეკლესიას შეურაცხყოფ!