სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია და ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს, – ასე აფასებს კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე მორიგ თავდასხმას.
მისივე თქმით, მოლდოვაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდულია.
„ქვეყანა, რომელიც თავის ქვეყანაში ილაშქრებს ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს მსგავსი ნაბიჯები სხვა ტელევიზიების მიმართაც. ეს არის ქვეყანა, სადაც შეზღუდულია თავისუფალი სიტყვა და შეზღუდულია ჟურნალისტური საქმიანობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
კომენტარები
