,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ზოდები, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო ჯამში: 543 გრამი) და არადეკლარირებული ნაღდი ფული კერძოდ, 48 200 აშშ დოლარი და 85 000 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 132 746 ლარი ხოლო, არადეკლარირებული ოქროს საბაჟო ღირებულებამ ჯამში 125 795 ლარი შეადგინა.
ხუთივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
