ბათუმი-ოზურგეთის მიმარულებით მოძრავ საგარეუბნო ელექტრომატარებელს N 6305 დღეს, 20:35 საათზე, დაუცველ სარკინიგზო გადასავლელზე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯეხა, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ იტყობინება.
მათივე ცნობით, მატარებლსა და ავტომობილში მსხდომი არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
„საქართველოს რკინიგზა“ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე რკინიგზის ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას და დაიცვათ უსაფრთხოების წესები. წესების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები“, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
კომენტარები