სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში:
რესტავრირება ჩაუტარდება და აღდგება კედლის უნიკალური მხატვრობა;
თეატრის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის;
მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია;
სრულად განახლდა თეატრის სახურავი;
მოეწყო თბოიზოლაციის და სადრენაჟო სისტემები;
დასრულდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები;
დასრულებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟი;
სრულად განახლებულია ელექტროგაყვანილობა;
დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარეგანათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები;
სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადგილობრივი. პროექტს ფონდი „ქართუ” აფინანსებს მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის თეატრის შენობას მანამდე არ ჩატარებია.