საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
”დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და იქნება 30-დან 35 გრადუსამდე.
17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც ”, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.
კომენტარები