დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპაში შეჭრას კვლავ შეეცდება.
„არ მჯერა, რომ პრეზიდენტი პუტინი, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, კვლავ ევროპაში შეჭრას შეეცდება. პირადად მე ამის არ მჯერა, მაგრამ მესმის, რომ შესაძლოა, ვცდებოდე“, – აღნიშნა ბლერმა.
მისი თქმით, ევროპაში არსებობენ პატარა ერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პუტინი ამას იზამს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყოველ დღე რუსეთი უკრაინაში იმდენზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, რამდენიც დიდმა ბრიტანეთმა ერაყსა და ავღანეთში ერთად აღებულმა დაკარგა.
ტონი ბლერის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტში 300 ათასამდე ჯარისკაცი უკვე დაკარგა. მისივე თქმით, ევროპა უნდა იყოს მზად კონფლიქტისთვის, თუმცა ამერიკის გარეშე ის მას ვერ მოიგებს.
