23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგანსაქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში ნახეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
23 წლის სტუდენტი 14 მაისს გაუჩინარდა.
კომენტარები
