მედია მთლიანად მონოპოლიზებული იყო და მთლიანად ერთი ჯგუფის მიერ იმართებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელემაუწყებლების ჟურნალისტებთან, ყოფილი ხელისუფლების მმართველობაზე საუბრისას განაცხადა.
ექსპრემიერმა იმ გარემოებეზე ისაუბრა, რამაც, მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.
“გახსოვთ და ჩემს ღია წერილშიც კარგად არის გაშლილი, როგორი გახლდათ იმდროინდელი საქართველო, მედიით დავიწყებ, მედია მთლიანად მონოპოლიზებული იყო და მთლიანად ერთი ჯგუფის მიერ იმართებოდა, ბიზნესი მთლიანად კონტროლდებოდა, ადამიანის უფლებები იყო განულებული – ერთ ჯგუფს ჰქონდა ყველაფრის უფლება და საზოგადოებას არაფრის უფლება არ ეძლეოდა, კარგად გახსოვთ, ქუჩაში გამოსვლა ტაბუდადებული იყო, მახსოვს, ბოლო მცდელობა ჰქონდათ ინვალიდებს და არც ისინი დაზოგეს და დაახლოებით ასეთი გახლდათ იმდროინდელი საქართველო, რამაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მოვსულიყავი პოლიტიკაში, რამეთუ ვთვლიდი, რომ ჩემი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო სიტუაციის შეცვლა და შემობრუნება. ჩვენ მოვახერხეთ და მშვიდობიანად შევცვალეთ ხელისუფლება, თვითონ იბრალებდნენ, რომ თითქოს მშვიდობიანად წავიდნენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არაფერი მომხდარიყო და არავინ დაშავებულიყო, ვფიქრობ, იუველური სიზუსტით ვმოქმედებდით და სწორედ ამან გამოიღო ის შედეგი და არა მათმა განწყობამ. მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. თუ რამე პრეტენზია და კითხვებია, ამას დავაზუსტებ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“მედია მთლიანად მონოპოლიზებული იყო და ერთი ჯგუფის მიერ იმართებოდა”
2016/06/07 13:02:07

კომენტარები
ნანახია: 1685 ჯერ