სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა.
ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.
გელა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორის თანამდებობაზე სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა. გელა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
