როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი. იმის განცხადება, რომ მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას, ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.
მისივე თქმით, იმის არგუმენტები, რომ უვიზო მიმოსვლის პირობები ირღვევა, არ არსებობს.
„ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან იმ დონეზე არ არის ჯერ გაფუჭებული, რომ სეთი ნაბიჯი გადადგან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ინტერესების გათვალისწინების და ნორმალური ურთიერთობის გარეშეც ევროკავშირი თავის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში ვერ დაიცავს. საქართველოს გარეშე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი რეგიონის წამყვან ქვეყანას, აქ პოლიტიკის გატარება შეუძლებელია“, – აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
