სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დეპუტატები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 6 ივნისს დააკავეს და უკავშირდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს.
ცნობისთვის, სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
კომენტარები
