სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმინმა დღეს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარისა და 1 მდივნის დაკავების შესახებ განაცხადა.
„ისინი ღამით დააკავეს. საარჩევნო კოდექსი მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, თუ კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან; საჭიროების შემთხვევაში, [საუბნო საარჩევნო კომისიის] ახალი წევრები ინიშნებიან“, – დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.
ამ ეტაპზე უცნობია რა ბრალდებით დააკავეს თავმჯდომარეები და მდივნები.
კომენტარები
