შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის შემდგომი გეგმები განიხილეს.
კომენტარები
