ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები კვიპროსში შეხვედრაზე დღეს უკრაინის მხარდაჭერას, ახლო აღმოსავლეთში ვითარებასა და ზოგადად, ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ირანის ომში მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.
„ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ჩვენ დახმარება შეგვიძლია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მაგალითად ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ორივე მხარესთან გვაქვს კონტაქტი, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას და შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს ხანგრძლივი მოლაპარაკება, მაგალითად ბირთვულ საკითხზე“, – განაცხადა კალასმა.
