ევროპოლი საფრანგეთს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება. ამის შესახებ ევროპის პოლიციის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
“როგორც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამ ღონისძიების დროს თავდასხმების შესაძლებლობა. საფრანგეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოლოსალურ ზომებს მიმართა. მათ ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა გააჩიათ, ევროპოლი მათ გვერდით იქნება”, – განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უენრაითმა.
როგორც ევროპოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპოლისა და საფრანგეთის სპეცსამსახურებს შორის ევრო-2016-ის დროს მოხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეალური დროის რეჟიმში გაცვლა.
კომენტარები