თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:
“ნაციონალური მოძრაობა, მისი ლიდერის კვალდაკვალ ღრმა ღირებულებით კრიზისში ჩაეფლო.
როგორც ჩანს ენმ-ის მომხრეების ნაწილს აქციაზე წამოსვლა სურს და ლოკალურმა ლიდერებმა კერპისგან მითითება მიიღეს, რომ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქცია დაგმონ და ამ გზით დაუშალონ ადამიანებს მოსვლა.
ამ მორევიდან ისინი ვეღარ ამოვლენ – სხვას თუ ჩაიყოლებენ.
აქცია იმართება რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოებაში დათესოს განვითარების შიში, ახლის შიში – რომ ხელი ავიღოთ განვითარებაზე, წინსვლაზე და იოლი იყოს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში შენარჩუნება.
ნეოფაშისტური დაჯგუფებები ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, მათი არსებობაში განსაკუთრებული არაფერია.
განსაკუთრებული მათი და ხელისუფლების თანამშრომლობაა – მათი მედია ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, მათი ლიდერებს მმართველი ძალა პატრიოტებს უწოდებს, ისინი კანონდარღვევისთვის და ძალადობისთვის არ ისჯებიან, ხელისუფლებამ ისინი მარგინალური ჯგუფიდან, მეინსტრიმად აქცია.
მათთან თანამშრომლობა ხელისუფლებას ძვირი უნდა დაუჯდეს, მაგრამ იმისთვის რომ ეს მოხდეს საქართველოს მოქალაქეებმა მათი რეალური სახე უნდა დაინახონ – უნდა დაინახონ, რომ ამ ხალხის “ეროვნული სამოსის” უკან გარყვნილი მოძალადეები იმალებიან.
ჩვენ დღეს ძალიან ბევრნი ვიქნებით, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი ჯობია. ამიტომ არ დაუჯეროთ ფასეულობებისგან დაცლილ კერპთაყვანიმცემელ ლიდერებს – მოდით დღეს, 20:00 საათზე, თამარ მეფის და აღმაშენებლის კვეთაზე.”
#ჩვენმეტნივართ“წერს ჩერგოლეიშვილი