ილია მეორის განცხადებით, ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და თავისი გზა გააგრძელოს.
ამის შესახებ ილია მეორემ ახალი სასტუმროს “სნო” გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, სნოს ხეობა მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან ის საქართველოს ჩრდილოეთიდან იცავს.
“ადამიანი შეიძლება დაიღალოს, დაეცეს, მაგრამ იმდენი ძალა უნდა მოიკრიბოს, რომ ადგეს და გააგრძელოს თავისი გზა. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან რეგიონში – ესაა სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართვლოს ჩრდილოეთი მხარედან. სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს მატერიალური სარგებლით. ეს აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება,”, – ბრძანა პატრიარქმა.
კომენტარები