ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმის ინფორმაციით, „ვივამედში“ გადაყვანილი მსჯავრდებულის ლაბორატორიული კვლევების პასუხები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ექიმ ანი ქავთარაძის თქმით, „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორთან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილეს. დაიგეგმა სამედიცინო კვლევები, რის შემდეგაც დაიწყება ელენე ხოშტარიას მკურნალობა.
„პარალელურად გვექნება ონლაინ კონსილიუმი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, რომლებთან ერთადაც დავგეგმავთ სხვა ინსტრუმენტულ კვლევებს”, – აღნიშნა ანი ქავთარაძემ.
კომენტარები
