ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
აკადემიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მიმართა და აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც მათ გაწიეს სამშობლოს ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად, ასევე აკადემიის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დაჭრილ-დაშავებულ მეომართა მსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არის უდიდესი მოტივაციის მიმცემი თითოეული იუნკერისა და მსმენელისათვის.
მეთაურმა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს სამსახურისთვის.
კომენტარები
