„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.
„აღნიშნული პოლიტიკური პარტია, თუმცა პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. თუ რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი.
ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან.
ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
