აღმაშენებელზე “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას, რომელსაც სამართალდამცველები აშველებდნენ, ქალი დაშავდა. imedinews-ის ინფორმაციით, მას თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიყენებული. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.
ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციელები.
დღეს თბილისში, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” გეგმავს. ეს აქცია 20:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზევე, 19:00 საათისთვის კონტრაქცია დააანონსეს „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებმა და მერიისგან ნებართვაც ითხოვეს, მერიამ მათ ურჩია აქცია სხვა ადგილას გაემართათ.
კომენტარები