პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში, ბელუჯისტანის პროვინციაში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.
მედიის ცნობით, ავტობუსი, ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კვეტადან ისლამაბადში მიემართებოდა. მასში სულ 48 მგზავრი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. რვა დაშავებულს პირველადი დახმარება გაეწია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი გამოძიებით, ავტობუსის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მძღოლმა მთიან რაიონში რთულ მოსახვევში კონტროლი დაკარგა.
კომენტარები
