4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მოსალოდნელია ასევე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმა იქნება, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 იქნება.
წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბორჯომშიც, +27 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს გორშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მცირე ნალექია დღეს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს სიღნაღშიც, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
