რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი ავიაბომბით დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, სუმში დაბომბილია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
„დარტყმის ეპიცენტრში მოექცა მრავალსართულიანი კორპუსი, მაღაზია და გზა. ადგილზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 13 წლის მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია“, – დაწერა მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის თავდასხმას სუმიზე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორისაა ბავშვი. კიდევ 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარები
