სანკტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული მედიის თანახმად, თავდასხმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.
ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა კიროვსკის რაიონში მდებარე ნავთობტერმინალზე განხორციელდა, თუმცა არავინ დაშვებულა.
ოპერატიულმა შტაბმა მოსახლეობას მოუწოდა, დრონების საფრთხის მოხსნამდე სახლში დარჩნენ და გააფრთხილა მობილური ინტერნეტის მომსახურების შესაძლო შეფერხების შესახებ.
თავდასხმა განხორციელდა ლენინგრადის ოლქზეც, რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს. გუბერნატორ ალექსანდრე დროზდენკოს თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ვისოცკის პორტთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომენტარები
