ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ესპანური სააგენტო წერს.
როგორც მედია წერს, ხანძარმა უკვე გაანადგურა 2 300 ჰექტარი. ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 500 მეხანძრე მონაწილეობდა.
ბარსელონას ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძარი გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც, ასევე დაიწვა ერთი საცხოვრებელი.
დაშავებულები არ არიან.
ხანძრის გამო მიმდებარე შვიდი მუნიციპალიტეტის დაახლოებით 12 ათას მცხოვრებს ურჩიეს, დარჩნენ საკუთარ სახლებში, ფანჯრები დახურონ და სპეციალური მითითების გარეშე არ სცადონ ხანძრის ზონის დატოვება. სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ თვითნებური ევაკუაცია სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რადგან ადამიანები შესაძლოა, გზაზე ცეცხლის ალყაში მოექცნენ.
კომენტარები
